საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი) თსუ-ს სტუდენტებს სთავაზობს სტიპენდიას ურბანული მდგრადობის საზაფხულო სკოლაში:

გაცნობებთ, რომ მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი) თსუ-ს სტუდენტებს სთავაზობს სტიპენდიას ურბანული მდგრადობის საზაფხულო სკოლაში (“Urban Sustainability: Engage in the Future”) მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ტარდება 2024 წლის 16 ივნისიდან – 7 ივლისის ჩათვლით. საზაფხულო სკოლის სამუშაო ენა არის ინგლისური.

მასარიკის უნივერსიტეტს სტიპენდიის სახით  გამოყოფილი აქვს 2600 ევრო, რაც ფარავს კურსის ღირებულებას, საცხოვრებელი ოთახის და საუზმის ხარჯს, კულტურულ და სოციალურ პროგრამებს ქალაქ ბრნოში და 3 დღიან ექსკურსიას  ევროპულ ქალაქებში.

სტუდენტმა თავად უნდა დაფაროს საერთაშორისო მგზავრობის, დაზღვევის და კვების ხარჯები.

სტიპენდია განკუთვნილია თსუ-ს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის (2024 წლის გაზაფხულის სემესტრი სტუდენტისთვის არ უნდა იყოს დამამთავრებელი).  წარდგენილ სტუდენტს ფაკულტეტთან შეთანხმებული უნდა ჰქონდეს საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის განხორციელება თსუ-ს საგამოცდო პერიოდში.

კანდიდატ სტუდენტს უნდა ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება და უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე.

მსურველებმა გთხოვთ, მიმდინარე წლის 27 მარტის 12:00 საათამდე მოგვწერეთ მისამართზე: ucha.gogritchiani@tsu.ge (სახელი და გვარი, სწავლების საფეხური, სემესტრი, სასწავლო პროგრამა, ელ-ფოსტა; მობილურის ნომერი). 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://www.summerschoolsineurope.eu/course/19317/urban-sustainability-engage-in-the-future

 

თარიღი: 20/03/2024